სწავლების საფეხური და კლასი: საშუალო, 11 კლასი
მოსწავლეთა პროფილი: 27
გაკვეთილის მიზნები და შედეგები: მოსწავლემ უნდა შეძლოს:
1. მეიოზის ფაზების თანმიმდევრულად ჩამოთვლა
2.მეიოზის დროს მიმდინარე პროცესების აღწერა
3.მეიოზის ბიოლოგიური არსის განსაზღვრა
ბიოლ.X1.5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების და ინდივიდური განვითარების ფორმები.
წინასწარი ცოდნა:
1. უსქესო და სქესობრივი გამრავლება
2. მიტოზი 3. სასქესო უჯრედების ფორმირების პროცესი
1. უსქესო და სქესობრივი გამრავლება
2. მიტოზი 3. სასქესო უჯრედების ფორმირების პროცესი
შეფასების საგანი და პროცედურები:მეიოზის ფაზების სქემატურად გამოსახვა, სურათზე მეიოზის ფაზების ამოცნობა, მეიოზის არსის ჩამოყალიბება.
შეფასება: განმსაზღვრელი
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტში მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალა, მაგნიტური დაფა, მარკერები.
გაკვეთილის მსვლელობა:
1.კითხვა-პასუხის რეჟიმში წინარე ცოდნის გააქტიურება-5 წუთი
2.მასწავლებლის მოკლე პრეზენტაცია მეიოზის ფაზების თანმიმდევრობაზე და მეიოზის ბიოლოგიურ არსზე ინტერნეტიდან მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალის გამოყენებით- 15 წუთი
3.მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს მაგნიტური დაფის და მარკერების გამოყენებით გამოსახონ მეიოზის ფაზები- 10 წუთი
4.ინტერნეტიდან მოპოვებული სურეთების გამოყენებით მოსწავლეები ცდილობენ ამოიცნონ მეიოზის ფაზები- 10 წუთი
5.შეფასება- 5 წუთი
შეფასების სქემა
#
|
სკალა
კომპონენტი
|
დაბალი
1-4
|
საშუალო
5-7
|
მაღალი
8-10
|
1.
|
ადარებს უსქესო და სქესობრივ გამრავლებას
|
ვერ განასხვავებს უსქესო და სქესობრივ გამრავლებას
|
ნაწილობრივ განასხვავებს უსქესო და სქესობრივ გამრავლებას
|
სრულყოფილად განასხვავებს უსქესო და სქესობრივ გამრავლებას
|
2.
|
ადგენს სქემებს მეიოზის ფაზებზე
|
ადგენს მხოლოდ ერთი ფაზის სქემას
|
ადგენს რამდენიმე ფაზის სქემას
|
სრულყოფილად ადგენს ყველა ფაზის სქემას
|
3.
|
ამოიცნობს მეიოზის ფაზებს
|
ვერ ამოიცნობს მეიოზის ფაზებს
|
ამოიცნობს მხოლოდ ფაზების ნაწილს
|
ამოიცნობს მეიოზის ყველა ფაზას
|
No comments:
Post a Comment