Sunday, December 15, 2013

გაკვეთილის გეგმა ბიოლოგიაში

გაკვეთილის თემა: მეიოზი
სწავლების საფეხური და კლასი: საშუალო, 11 კლასი
მოსწავლეთა პროფილი: 27
გაკვეთილის მიზნები და შედეგები: მოსწავლემ უნდა შეძლოს:
1. მეიოზის ფაზების თანმიმდევრულად ჩამოთვლა
 2.მეიოზის დროს მიმდინარე პროცესების აღწერა
 3.მეიოზის ბიოლოგიური არსის განსაზღვრა
ბიოლ.X1.5მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების  და     ინდივიდური განვითარების ფორმები.
წინასწარი ცოდნა:
1. უსქესო და სქესობრივი გამრავლება
2. მიტოზი 3. სასქესო უჯრედების ფორმირების პროცესი
შეფასების საგანი და პროცედურები:მეიოზის ფაზების სქემატურად გამოსახვა, სურათზე მეიოზის ფაზების ამოცნობა, მეიოზის არსის ჩამოყალიბება.
შეფასება: განმსაზღვრელი
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტში მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალა, მაგნიტური დაფა, მარკერები.
გაკვეთილის მსვლელობა:
1.კითხვა-პასუხის რეჟიმში წინარე ცოდნის გააქტიურება-5 წუთი
2.მასწავლებლის მოკლე პრეზენტაცია მეიოზის ფაზების თანმიმდევრობაზე და მეიოზის ბიოლოგიურ არსზე ინტერნეტიდან მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალის გამოყენებით- 15 წუთი








3.მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს მაგნიტური დაფის და მარკერების გამოყენებით გამოსახონ მეიოზის ფაზები- 10 წუთი
4.ინტერნეტიდან მოპოვებული სურეთების გამოყენებით მოსწავლეები ცდილობენ ამოიცნონ მეიოზის ფაზები- 10 წუთი
5.შეფასება- 5 წუთი


შეფასების სქემა


#
სკალა
კომპონენტი
დაბალი
1-4
საშუალო
5-7
მაღალი
8-10
1.
ადარებს უსქესო და სქესობრივ გამრავლებას
ვერ განასხვავებს უსქესო და სქესობრივ გამრავლებას
ნაწილობრივ განასხვავებს უსქესო და სქესობრივ გამრავლებას
სრულყოფილად განასხვავებს უსქესო და სქესობრივ გამრავლებას
2.
ადგენს სქემებს მეიოზის ფაზებზე
ადგენს მხოლოდ ერთი ფაზის სქემას
ადგენს რამდენიმე ფაზის სქემას
სრულყოფილად ადგენს ყველა ფაზის სქემას
3.
ამოიცნობს მეიოზის ფაზებს
ვერ ამოიცნობს მეიოზის ფაზებს
ამოიცნობს მხოლოდ ფაზების ნაწილს
ამოიცნობს მეიოზის ყველა ფაზას


Saturday, December 7, 2013

პროექტი


  1. პროექტის სახელწოდება: მწვანე კუთხე.
  2. პროექტის  მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ბიოლოგიის კაბინეტში მწვანე კუთხის მოწყობა.
  3. პროექტის აქტუალობა: თანამედროვე სამყაროში გაცილებით ნაკლები ყურადღება ექცევა ცოცხალი ორგანიზმების ზრდის და განვითარების პროცესებს. ეს პროექტი განავითარებს მოსწავლეებში მცენარეების მოვლასთან დაკავშირებულ უნარებს.
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლემ უნდა შეძლოს მცენარეთა ტიპის განსაზღვრა და მის მოვლასთან დაკავშრებული პროცედურების შესრულება.
  5. მონაწილეთა ასაკი:14-15 წელი.
  6. ვადები/ხანგრძლივობა: მთელი წელი.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
    1. მოსწავლეები ახერხებენ მცენარის ტიპის განსაზღვრას და სწორად ადგენენ მოვლის  პროცედურებს.
    2. ბიოლოგიის კაბინეტში შეიქმნება ესტეტიკურად სასიამოვნო მწვანე კუთხე.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სხვადასხვა ტიპის მცენარეები(კაქტუსები და ფართოფოთლომანი მცენარეები), ინტერნეტი საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
    1.მოსწავლეებს მოაქვთ განსხვავებული ტიპის მცენარეები.
    2.გარეგნული ნიშან-თვისებებით ადგენენ მცენარეების ბუნებრივ გარემოს.
    3.განსაზღვრავენ მოვლის პროცედურებს თითოეული მცენარისთვის.
    4.მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეთა ჯგუფი ახორციელებს მცენარეების მოვლას.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
    ბიოლ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ცოცხალი სამყაროს ისტორიულ განვითარებაზე,  დაუკავშიროს ორგანიზმთა მრავალფეროვნება ევოლუციურ პროცესს.
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარინა ქვარცხავა
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: marinaqvarcxava@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: marinaqvarcxava.blogspot.com

მისალმება

გამარჯობა! როგორ ხართ?გისურვებთ წარმატებას.